დონაცია
პოექტზე მუშაობა დიდი ხნის წინ ჩვენი სახსრებით დავიწყეთ, ფინიშის ხაზთან მთელი ჩვენი რესურსი ამოიწურა და დასახმარებლად საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)-ს მივმართეთ.
პროექტის პრეზენტაციაზე დიდი მოწონება დავიმსახურეთ, მადლობა გადაგვიხადეს ქვეყნისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებთო და ბოლოს აპლოდისმენტებით გამოგვაცილეს.
სამწუხაროდ როგორც ყოველთვის „ქართულ ჯიგრულ პონტში“ დაფინანსება ისეთ პროექტებს გადასცეს, რომელთა უმრავლესობაც დღის სინათლეზეც ვერ გამოვა, ჩვენ კი ყველანაირი მოტივაცია ჩაგვიკლეს.
რთულია როცა შენ ნაშრომს არავინ ხედავს და არავინ აფასებს, ეს ყველაფერი ჩვენთვის მარტივი არ იყო, ისიც კი ვიფიქრეთ, რომ ამ ყველაფრისთვის თავი დაგვენებებინა და უვადოდ შემოგვედო თაროზე.
მერე, ისე მოხდა, რომ არაერთმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირმა მოგვწერა, თავის მოლოდინები გაგვიზიარა, რითიც სტიმული დაგვიბრუნდა და მივხვდით რომ სხვა თუ არა მათთან გვაქვს იმის ვალდებულება, რომ გაჯეტებთან ურთიერთობა გაუადვილოთ.
სწორედ ამ სტიმულის გამო, შევძინეთ აპლიკაციას ისეთი შესაძლებლობები როგორიცაა ნათქვამის ტექსტსტად გარდაქმნა და აპლიკაციაში ჩაწერილი ტექსტის წაკითხვა. რითიც გვინდა რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მხედველობა და სმენა დაქვეითებული ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების შემსუბუქებაში.
ჩვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები ქართველი მოზარდები არიან, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან როდის შეძლებენ ჩვენი აპლიკაციით მეცადინეობას, განსაკუთრებით კი მათემატიკის სწავლას, სწორედ ამის გამო აპლიკაცის მივეცით შესაძლებლობა ციფრები წაეკითხა.
ეს ის მცირე შესაძლებლობების ჩამონათვალია რასაც ჩვენი „ერთაოზა“ უკვე ეკეთებს, თუცა ყოველდღე 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მისი გაუმჯობესება და დახვეწა.
დღეს უკვე იმ ეტაპზე ვართ, როცა დღე- დღეზე ტესტირების რეჟიმში უნდა გავეშვათ, რაც როგორც ფინასებთან, ისე ფიზიკურ რესურსებთანაა დაკავშირებული.
იმისთვის რომ აპლიკაცია იყოს სრულიად უფასო ყველასთვის, გვინდა რომ ხალხსაც მივცეთ შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში, დონაციის გზით.
ამით თქვენ ხელს შეუწყობთ არა მხოლოდ პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტის ბაზარზე გამოსვლას, არამედ მის ხელოვნურ ინტელექტად ჩამოყალიბების პროცესს, რომელიც აუცილებლად გაგაოცებთ თავის შესაძლებლობებით.
შპს კოდიზაინი ს/კ 402189993
საქართველოს ბანკი ანგ. ნომერი GE63BG0000000499449669
ძალიან მომწონს
როდის ჩამერთვება აპლიკაცია ყველაფერი გავიარე
memWirdeba ertaoza