ძალიან დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ჩვენი სტარტ-აპი დაუღალავი შრომით ცდილობს, რაც შეიძლება მალე დააკმაყოფილოს ჩვენი მომხმარებლების მოლოდინი და მეტიც, გადააჭარბოს მას. ამჟამად უკვე სატესტო ვერსია გაშვებულია და მიმდინარეობს აპლიკაციის დახვეწის პროცესი, ამაში ძალიან გვეხმარება თავად ტესტრების ჩართულობა და მათი შეფასებების მოსმენა. ერთაოზა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, მაგრამ არა ერთი. სოციალური მედიის საშუალებით ჩვენ მოგვეცა საშუალება… დეტალურად: ერთაოზა განვითარების ახალ ეტაპზეა
პოექტზე მუშაობა დიდი ხნის წინ ჩვენი სახსრებით დავიწყეთ, ფინიშის ხაზთან მთელი ჩვენი რესურსი ამოიწურა და დასახმარებლად საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)-ს მივმართეთ. პროექტის პრეზენტაციაზე დიდი მოწონება დავიმსახურეთ, მადლობა გადაგვიხადეს ქვეყნისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებთო და ბოლოს აპლოდისმენტებით გამოგვაცილეს. სამწუხაროდ როგორც ყოველთვის „ქართულ ჯიგრულ პონტში“ დაფინანსება ისეთ პროექტებს გადასცეს, რომელთა უმრავლესობაც დღის სინათლეზეც ვერ გამოვა,… დეტალურად: დონაცია
ქართული ხმოვანი ასისტენტით სარგებლობის საშუალება ექნება ყველას ვისაც სურს თავის თავზე გამოსცადოს ხმოვანი ასისტენტის ბენეფიტები და აქვს მოწყობილობა სადაც აპლიკაციის ჩაწერა იქნება შესაძლებელი. აპლიკაციით სარგებლობა იქნება უფასო და მაშინვე გაეშვება როგორც კი ტესტირების რეჟიმს გაივლის. პროცესი საკმაოდ რთული და დატვირთულია რადგან ყოველღე ვცდილობთ მისი შესაძლებლობები გავზარდოთ. ეხლა კი შეძლებისდაგვარად დეტალურად აგიხსნით დღეს რა შეგვიძლია… დეტალურად: როგორ ვისარგებლოთ ქართული ხმოვანი ასისტენტით?
იმის გამო, რომ უამრავი უსინათლო შეგვეხმიანა სტიმული მოგვეცა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ თანამედროვე ტექნოლოგიებთან და პირველ რიგში ტელეფონთან ურთიერთობა მაქსიმალურად გავუმარტიოთ, ძალიან მალე კი რასაც ჩაწერთ აპლიკაციაში, იტყვის, ამით სმენა დაქვეითებულებს ნებისმიერ ენაზე ავალაპარაკებთ ტელეფონის მეშვეობით. ჩვენთვის დიდი სტიმულია ის რასაც თქვენს სამოტივაციო წერილებში ვკითხულობთ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. იმ უკუკავშირის გამო რაც… დეტალურად: ერთაოზა – ქართული ხმოვანი ასისტენტი
ჭკვიანი სახლი იყენებს ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობებს, რათა უზრუნველყოს მოწყობილობებისა და სისტემების დისტანციური მონიტორინგი და მართვა, როგორიცაა განათება და გათბობა. ჭკვიანი სახლის ტექნოლოგია, რომელსაც ხშირად უწოდებენ სახლის ავტომატიზაციას, უზრუნველყოფს სახლის მფლობელების უსაფრთხოებას, კომფორტს, მოხერხებულობას და ენერგოეფექტურობას, რაც საშუალებას აძლევს მათ გააკონტროლონ ჭკვიანი მოწყობილობები, ხშირად ჭკვიანი სახლის აპლიკაციით, სმარტფონით ან სხვა ქსელური მოწყობილობის მეშვეობით. ნივთების ინტერნეტის ნაწილი,… დეტალურად: რა არის ჭკვიანი სახლი
ხმოვანი ასისტენტი არის ციფრული დამხმარე საშუალება, რომელიც იყენებს ხმის ამოცნობის ფუნქციას, ენის დამუშავების ალგორითმებს და ხმის სინთეზს კონკრეტული ხმოვანი ბრძანებების მოსასმენად და შესაბამისი ინფორმაციის დასაბრუნებლად, ან კონკრეტული ფუნქციების შესასრულებლად მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. მომხმარებლის მიერ წარმოთქმული კონკრეტული ბრძანებების საფუძველზე, ხმოვან ასისტენტს შეუძლია დააბრუნოს შესაბამისი ინფორმაცია კონკრეტული საკვანძო სიტყვების მოსმენით და გარემოს ხმაურის გაფილტვრით. მიუხედავად იმისა, რომ… დეტალურად: ზოგადად ხმოვანი ასისტენტის შესახებ