გზა წარმატებისკენ

გზა წარმატებისკენ


ერთაოზა ინსპირაცია

კომპანიის სახელი ერთაოზას ინპირაცია მომდინარეობს ძველი ქართული ფილმიდან “შერეკილები”. თვითონ ხმოვანი ასისტენტის შექმნის იდეა გაჩნდა მაშინ როდესაც შეუძლებელი გახდა სხვადასხვა ჭკვიანი მოწყობილობების ქართული ხმოვანი ბრძანებებით მართვა. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა ქართული ხმის ამომცნობი და შემდეგ მის ხმასთან ინტეგრაციით შეიქმნა პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი, ამჟამად მიმდინარეობს მისი GPT-4-თან ინტეგრაცია.

პირველმა ქართულმა ხმოვანმა ასისტენტმა “ერთაოზამ”, მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი განვლო განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. დროის ცვლილებასთან ერთად იზრდება მისი შესაძლებლობებიც.

მედია გაშუქება

TV იმედი ინტერვიუ

მისი პირველი პრეზენტაცია სატელევიზიო სივრცეში მოხდა TV იმედში, სადაც მიიწვიეს ერთაოზას შემქმნელი რევაზ ბრეგვაძე.

გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტი

“ერთაოზას” თანადამფუძნებელი რევაზ ბრეგვაძე, ასევე მიიწვიეს გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში, სადაც საუბარია “ერთაოზას” განვითარების ეტაპებზე.

რუსთავი 2 ბიზნესი

ჩვენი ხმოვანი ასისტენტის შესახებ გაკეთდა სიუჟეტი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ, რუბრიკაში “ბიზნესი რუსთავი 2”.

პუბლიკაციები

Entrepreneur პუბლიკაცია

პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტის შესახებ დაიწერა გამომცემლობა “Entrepreneur”-შიც. სტატიაში საუბარია “ერთაოზას” პროდუქტზებზე და მის შესაძლებლობებზე.

BMG სტატია

“ერთაოზას” შესახებ, ასევე დაიწერა “BMG”-ს მიერ, სადაც ძირითადად გამახვილებულია ყურადღება ჩვენს პროდუქტებზე და მათ ტექნოლოგიებზე.

პარტნიორები

2022 წელს ჩვენ დავუპარტნიორდით “re:invent venture studio”-ს. რე:ინვენთისა და რე:სოფტის გუნდი აქტიურად ჩაერთო ერთაოზას განვითარების პროცესებში და ერთად ძალიან მალე, ძალიან კარგ ინოვაციურ პროდუქტებს შემოგთავაზებთ.

ჩვენი ინოვაციები

ჩვენ შევქმენით ჩვენი საკუთარი ხმის ამოცნობის და ხმის გენერატორის ტექნოლოგია, რომელიც არის უნიკალური. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ხელოვნური ინტელექტის მოდულზე, რომელიც სამომავლოდ დაინერგება, როგორც ხმოვან ასისტენტში, ამავდროულად ქოლ ცენტრებში და დახარისხდება კატეგორიების მიხედვით.

ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ მარტივი პროცესების ავტომატიზაცია და ავამაღლოთ მომხმარებლის გამოცდილება, მონაცემთა ბაზების ინოვაციური ტექნოლოგიური ინტეგრაციებით. უკვე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დიდ კომპანიებთან საქართველოში ჩვენი ტექნოლოგიის დანერგვაზე.