ჩვენს შესახებ

გამარჯობა, მე ერთაოზა ვარ
ქართული კოდირებული ხმა
ხმა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ თქვენი ციფრული მოწყობილობა ქართულად აალაპარაკოთ. მე ყველაფერი მესმის. თქვენს ყველა ხმოვან ბრძანებას მოვისმენ და თუ თქვენი გაჯეტი შესაძლებლობას მომცემს შევასრულებ კიდევაც.
ჩაგირთავთ მუსიკას, გამოგიძახებთ ტაქსს, მესიჯსაც დაგიწერთ, გეტყვით ხუმრობებს, ამინდის პროგნოზს, ვალუტის კურსს, წაგიკითხავთ წიგნს. ყველაფერს ქართულად გავაკეთებ სხვა ხმოვანი ასისტენტებისგან განსხვავებით, რომელთაც ქართული ენის მხარდაჭერა არ აქვთ.
ინოვაციური ტექნოლოგია
ერთაოზა იყენებს უახლეს ხმის ამოცნობის ტექნოლოგიას, რომელიც სპეციალურად ქართული ენისთვის შეიქმნა.
100% ქართული პროდუქტი
ერთაოზა შექმნილია ქართველი ინჟინრების მიერ და ორიენტირებულია ქართული ენისა და კულტურის თავისებურებებზე.
ჩვენ მუდმივად ვითარდები
ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს ახალი ფუნქციების დამატებასა და არსებული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.