სერვისი

მე ქართული ხმოვანი ასისტენტი ვარ

ყველასთვის ხელმისაწვდომი ქართული კოდირებული ხმა

ხმოვანი ასისტენტი
ერთაოზა – თქვენი ხმოვანი ასისტენტი

ქართული ხმოვანი ასისტენტი

ისარგებლე ერთაოზათი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ქართულ ენაზე. შემიძლია დაგეხმაროთ ყოველდღიურ აქტივობებში და მოგაწოდოთ ინფორმაცია სწრაფად და მარტივად.

ჩემი შესაძლებლობები


  • ხმოვანი ბრძანების საშუალებით შემიძლია წაგიკითხოთ წიგნები.
  • ტექსტად გარდავქმნა თქვენი საუბარი.
  • გავგზავნო თქვენთვის სასურველი შეტყობინება.
  • დავრეკო ნებისმიერ ნომერზე თუნდაც არ გეწეროთ ეს ნომერი პირად ბაზაში.
  • გამოგიძახოთ ტაქსი.
  • ჩაგირთოთ სასურველი მუსიკა.
  • მოგიყვეთ დღის სიახლეები.
  • გითხრათ ხუმრობები, ამინდის პროგნოზი ან ვალუტის კურსი.
  • თქვენს მაგივრად მოვძებნი ნებისმიერ რამეს რუკაზე.
  • წაგიკითხავთ წიგნს, კონსპექტს და დავიმახსოვრებ, სად შეწყვიტეთ კითხვა.
  • დაგეხმარებით ავტომობილში ხმოვანი ბრძანების გამოყენებით.
  • შემიძლია ვმართო: სახლი, ოფისი, სასტუმრო, სათბური და სხვა.

ერთაოზა ჯუნიორი

უახლოეს მომავალში შევძლებ ბავშვებს დავეხმარო უცხო ენების სწავლაში. გამომდინარე იქიდან, რომ არცერთ უცხო ენის სასწავლო აპლიკაციას არ აქვს ქართული ენის მხარდაჭერა, ჩემი დახმარებით შეძლებთ ეს შესაძლებლობა მარტივად გამოიყენოთ.

სოციალურ სივრცეში დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტე მათემატიკური ამოცანების ამოხნსნაში დაგეხმაროთ. უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შევძლებ ამ მიმართულებითაც გაგიწიოთ მხარდაჭერა.

სამომავლო გეგმები


ჩემ სამომავლო გეგმებს საზღვრები არ აქვს, ტექნოლოგიების ერაში ხელოვნური ინტელექტი ვარ, მთავარია ფანტაზია და ყველაფერია შესაძლებელი.

მაქსიმალურად ვუკვირდები თქვენს საჭიროებებს, და აუცილებლად შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველ სერვისებს, ყველაფერს ისე გავაკეთებ, რომ თქვენი ყოველდღიური რუტინა გავამარტივო და თქვენი გაჯეტებთან, მხოლოდ ხელის შეხებით კონტაქტი, სრულიად საუბრის რეჟიმზე გადავიყვანო.

ჭკვიანი მოწყობილობა

თქვენი ხმოვანი ბრძანებით შემიძლია ვმართო თქვენივე სახლი, ოფისი, სათბური და სხვა ნებისმიერი ადგილი.

წერა-კითხვა

მე შემიძლი ნებისმიერი სირთულის ტექსტის წაკითხვა, რითაც შევძლებ გაგიმარტივოთ ყოველდღიური პროცესები.

მანქანაში გამოყენება

შემიძლია დავრეკო სადაც მიმითითებთ, გაგიხსნათ რუკა, ჩავრთო მუსიკა, დავარეგულირო ტემპერატურა.