კომპანიის სახელი ერთაოზას ინპირაცია მომდინარეობს ძველი ქართული ფილმიდან “შერეკილები”.თვითონ ხმოვანი ასისტენტის შექმნის იდეა გაჩნდა მაშინ როდესაც შეუძლებელი გახდა სხვადასხვა ჭკვიანი მოწყობილობების ქართული ხმოვანი ბრძანებებით მართვა. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა ქართული ხმის ამომცნობი და შემდეგ მის ხმასთან ინტეგრაციით შეიქმნა პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი, ამჟამად მიმდინარეობს მისი GPT-4-თან ინტეგრაცია.
პირველმა ქართულმა ხმოვანმა ასისტენტმა “ერთაოზამ”, მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი განვლო განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. დროის ცვლილებასთან ერთად იზრდება მისი შესაძლებლობებიც. მისი პირველი პრეზენტაცია სატელევიზიო სივრცეში მოხდა TV იმედში, სადაც მიიწვიეს ერთაოზას შემქმნელი რევაზ ბრეგვაძე. ინტერვიუში საუბარია პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტის ტექნოლოგიაზე, თუ როგორ მუშაობს იგი და რა განასხვავებს მას სხვა ხმოვანი ასისტენტებისგან.
პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტის შესახებ დაიწერა გამომცემლობა “Entrepreneur”-შიც. სტატიაში საუბარია “ერთაოზას” პროდუქტზებზე და მის შესაძლებლობებზე. ჩვენ შევქმენით ჩვენი საკუთარი ხმის ამოცნობის და ხმის გენერატორის ტექნოლოგია, რომელიც არის უნიკალური. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ხელოვნური ინტელექტის მოდულზე, რომელიც სამომავლოდ დაინერგება, როგორც ხმოვან ასისტენტში, ამავდროულად ქოლ ცენტრებში და დახარისხდება კატეგორიების მიხედვით. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ მარტივი პროცესების ავტომატიზაცია და ავამაღლოთ მომხმარებლის გამოცდილება, მონაცემთა ბაზების ინოვაციური ტექნოლოგიური ინტეგრაციებით. გამომდინარე იქიდან, რომ ხმოვან ასისტენტებზე მოთხოვნა მაღალია, ვცდილობთ მაქსიმალურად დავხვეწოთ ჩვენი ტექნლოგია და ისე მივაწოდოთ მომხმარებელს. უკვე, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დიდ კომპანიებთან საქართველოში ჩვენი ტექნოლოგიის დანერგვაზე. ძალიან მალე იქნება მასშტაბურად ხელმისაწვდომი და დაეხმარება თითქმის ყველა ადამიანს, ჩვენი სერვისებით გავუმარტივებთ ყველას ყოველდღიურ პროცესებს, რაც მოიცავს მოლოდინის რეჟიმის შემცირებას და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას.
“ერთაოზას” თანადამფუძნებელი რევაზ ბრეგვაძე, ასევე მიიწვიეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გიორი ვარდოსანიძის პოდკასტში, სადაც, საუბარია “ერთაოზას” განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე და მის პერსპექტივებზე. გიორგი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს პროექტს და მთელი ამ დროის მანძილზე გვგულშემატკივრობს.
ჩვენი ხმოვანი ასისტენტის შესახებ გაკეთდა, ასევე სიუჟეტი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ, რუბრიკაში “ბიზნესი რუსთავი 2”. გადაცემაში საუბარია “ერთაოზაზე”, რომელსაც აქვს ყველა კითხვაზე რელევანტური პასუხი. ასევე, ახსნილია როგორ შეძლებს ხმოვანი ასისტენტი დაეხმაროს შშმ პირებს.
“ერთაოზას” შესახებ, ასევე დაიწერა “BMG”-ს მიერ, სადაც ძირითადად გამახვილებულია ყურადღება ჩვენს პროდუქტებზე და მათ ტექნოლოგიებზე. ჩვენ ვქმნით უნიკალურ აპლიკაციას ბავშვებისთვის, რომელსაც ჰქვია “ერთაოზა ჯუნიორი”, რისი მეშვეობითაც ბავშვები შეძლებენ მოუსმინონ ლექცებს, ზღაპრებს, მოთხრობებს, მუსიკას, ასევე შეახსენებს ცხრილს და დაეხმარება მეცადინეობაში. ამ პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და სულ მალე ჩაეშვება გაყიდვაში. იგი იქნება მიბმული სათამაშო რობოტზე რომელიც უფრო ინტერაქტიულს გახდის პროცესებს.
2022 წელს ჩვენ დავუპარტნიორდით “re:invent venture studio”-ს. რე:ინვენთისა და რე:სოფტის გუნდი აქტიურად ჩაერთო ერთაოზას განვითარების პროცესებში და ერთად ძალიან მალე, ძალიან კარგ ინოვაციურ პროდუქტებს შემოგთავაზებთ.